saarchevno_programa_2010

ქ. თბილისის მერობის კანდიდატი - გოგი თოფაძე


თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში ჩემი საქმიანობის ძირითადი პრინციპები იქნება:

1. კანონის წინაშე თანასწორობა;
2. ადამიანის უფლებების დაცვა, მათი დასაქმების უზრუნველყოფა;
3. მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესება;
4. წარმოების განვითარება, რეალური ეკონომიკური რეფორმების გატარება;
5. პატიოსანი შრომის წახალისება, ნომენკლატურული და კლანური ბიზნესის აღკვეთა, საკუთრების ხელშეუხებლობა;
6. მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის ეფექტურობის ამაღლება, მათი უფლებების გაფართოება.

მოვდივართ საქმით, გპირდებით საქმეს!


თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში ჩვენ ჩამოვაყალიბებთ დედაქალაქის მართვის ისეთ სისტემას, რომელიც ეკონომიკის განვითარებასთან ერთად უზრუნველყოფს განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის და სხვა დარგების აღორძინებას.
ჩვენ შევძლებთ გადავჭრათ დედაქალაქში ყველაზე უმწვავესი, დასაქმების პრობლემა, დავუბრუნოთ თბილისელებს შრომის უფლება, წართმეული ღირსება.

დასაქმება


დედაქალაქში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით ყოველწლიურად ქალაქის ბიუჯეტიდან გამოვყოფთ 100 მილიონ ლარს.
დავასაქმებთ ყველა ოჯახში მინიმუმ ერთ შრომისუნარიან მოქალაქეს.
ქ. თბილისში მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროში დასაქმებულთა რაოდენობას 10 %-დან გავზრდით 40 %-მდე (მაღალგანვითარებულ ქვეყნებში 80-90%).
დავაფუძნებთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საქალაქო ცენტრს;
დედაქალაქში შევქმნით არანაკლებ 3 ბიზნეს-ინკუბატორს;
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას წარვუდგენთ არგუმენტირებულ წინადადებებს კომუნალური გადასახადების შემცირების შესახებ. ხელისუფლებას დაუყოვნებლივ წარვუდგენთ და მივაღებინებთ კანონს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება:
1. მცირე და საშუალო ბიზნესში მიღებული შემოსავლები, ადგილობრივი გადასახადის სახით მიმართული იქნას დედაქალაქის ბიუჯეტში;
2. დამწყები მეწარმეები განთავისუფლდნენ გადასახადებისაგან 3 წლის განმავლობაში;
3. მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დაწესდეს ფიქსირებული გადასახადი;
4. საწარმოები, სადაც მუშაკთა რაოდენობა არ აღემატება 10 დასაქმებულს, განთავისუფლდნენ სალარო აპარატებისაგან.


სოციალური დაცვა


განვახორციელებთ მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით მუნიციპალურ პროგრამებს, კერძოდ:
1. მოსახლეობისათვის წყლის და დასუფთავების გადასახადს დავფარავთ ქალაქის ბიუჯეტიდან;
2. დავაფუძნებთ მინიმუმ ერთ უფასო მრავალპროფილიან მუნიციპალურ საავადმყოფოს;
3. აღვრიცხავთ სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულ მეანაბრეებს, მოვახდენთ მათზე ინდექსირებული ვალის ექვივალენტური ფასიანი ქაღალდების გაცემას და ეტაპობრივად მოვახდენთ ვალის დაფარვას სახელმწიფო ქონების, მიწის პრივატიზაციის, კომუნალური გადასახადების გადახდის და სხვა ღონისძიებების მეშვეობით;
ზემოაღნიშნულ პრინციპებს პირველ რიგში განვახორციელებთ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მიმართ, რომლებსაც ბიუჯეტიდან ავუნაზღაურებთ გახარჯული ელექტრო ენერგიის 100 კვ/სთ, ხოლო გაზის მოხმარებიდან 50 კბ.
4. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებიდან მონიციპალურ სპორტულ კლუბებში, სპორტული განათლების, კულტურულ - საგანმანათლებლო და სახელოვნებო სკოლებში მომეცადინე მოსწავლეები ბიუჯეტის ხარჯზე განთავისუფლდებიან გადასახადისაგან;
5. ავკრძალავთ დედაქალაქში გენმოდიფიცირებულ პროდუქციას შესაბამისი მარკირების გარეშე, აგრეთვე ყველა სხვა სახის პროდუქციის რეალიზაციას სამომხმარებლო ნორმების და სანიტარული წესების დარღვევის შემთხვევაში;
6. მოვახდენთ მიწისძვრით დაზარალებულთა და ავარიული ბინების მფლობელთა ეტაპობრივ დაკმაყოფილებას საქალაქო მუნიციპალური ფონდის მეშვეობით, კერძო და საკუთარი ბონათმშენებლობების, შეღავათიანი სესხის და სხვა რეზერვების ამოქმედებით;
7. შევიმუშავებთ ქ. თბილისის განვითარების გენერალურ გეგმას, განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ სამშენებლო და ეკოლოგიური ნორმების დაცვას, ქალაქის გამწვანებას, იერსახის გაუმჯობესებას.

ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა


განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, ფიზიკურად და მორალურად ძლიერი ახალგაზრდა თაობის აღზრდის უმნიშვნელოვანესი ამოცანების გადაწყვეტას:
1. მოვახდენთ სპორტის მართვის საქალაქო სისტემის რეორგანიზაციას.
2. დედაქალაქის ისტორიული უბნების მიხედვით დავაფუძნებთ მუნიციპალურ სპორტულ-გამაჯანსაღებელ კლუბებსა და ახალგაზრდულ ცენტრებს.
3. შევქმნით სპორტული რეზერვების მომზადების საქალაქო სისტემას.
4. განათლების სამინისტროსთან ერთად შევიმუშავებთ მოსწავლე ახალგაზრდობის ფიზიკური აღზრდის პროგრამას, რომელშიც გავითვალისწინებთ:
- სკოლამდელ და სასწავლო დაწესებულებებში სპორტული დარბაზების, მარტივი და მრავალგამტარიანი ნაგებობების მშენებლობას და კეთილმოწყობას;
- თვითოეულ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მუნიციპალურ სპორტულ-გამაჯანსაღებელ კლუბის დაფუძნებას;
- სასწავლო დაწესებულებებში ფიზიკური აღზრდის მდგომარეობის განსაზღვრისა და შეფასების რეიტინგული სისტემის შემოღებას;
- თბილისის მოსწავლე და სტუდენტ-ახალგაზრდობას შორის მცირე ოლიმპიური თამაშების, სპორტული ფესტივალის და სხვა მასობრივი ღონისძიებების ჩატარებას.

მაჟორიტარი კანდიდატები

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები

ნახვა

გახდი მოხალისე

ჩაერთე წინასაარჩევნო კამპანიაში

გაწევრიანდი

არჩევნები 2016

სრული ინფორმაცია არჩევნებზე

ნახვა

დაგვიკავშირდით

მისამართი:
თბილისი, კოსტავას ქ. #70

ტელეფონი:
+(995 32) 2-15-99-44
+(995 32) 2-15-99-55