მრეწველები საერთოდ რა შუაში ვართ ?

.

მრეწველები საერთოდ რა შუაში ვართ ?


ზურაბ ტყემალაძე: "მრეწველები საერთოდ რა შუაში ვართ ?"


"მრეწველები" საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ცინიზმად მიიჩნევენ. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, პარტიას დაკისრებული ჯარიმის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს და რომც ჰქონდეს პრინციპულად არ გადაიხდის.

"ჩვენზე დაკისრებული ჯარიმა აბსურდულია, ღიმილის მომგვრელიც კი. "მენეჯმენტ-სერვისმა" თებერვალში რაღაც სამუშაოები ჩაატარა, ჩვენ რა შუაში ვართ?! "მრეწველები" კოალიციას ოფიციალურად მაისის თვეში შეუერთდნენ. ეს წარმოუდგენელი ცინიზმი და აბსურდის თეატრია"- განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

მისივე თქმით, თუ პარტიის ანგარიშები და ოფისები დაყადაღდება, ისინი პარტიულ საქმიანობას და შეკრებებს ღია ცის ქვეშ აწარმოებენ.

სტატიის სრულიად ნახვა

ზურაბ ტყემალაძე - ჯარიმა საარჩევნო კამპ...

.

ზურაბ ტყემალაძე - ჯარიმა საარჩევნო კამპ...


ზურაბ ტყემალაძე - ჯარიმა საარჩევნო კამპანიაში პარტიებს ხელს შეუშლის, თუმცა ამ წინააღმდეგობის გადალახვასაც შევძლებთ

"მრეწველების" ლიდერი ზურაბ ტყემალაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების დაჯარიმების შესახებ აბსურდულად მიიჩნევს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ტყემალაძემ განუცხადა, "ქართულ ოცნებაში" შემავალმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა ოფისები მეპატრონეებისგან დაიქირავეს და ამის დამადასტურებელი ხელშეკრულებებიც აქვთ.

"აღებული გვაქვს ვალდებულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების გადარიცხვაზე. არავითარი ოფისის მოწყობის ვალდებულება ჩვენს მიმართ არავის ჰქონია და არც შემოწირულობა განუხორციელებიათ. თუ ვინმე მეპატრონეს მიეხმარა ოფისის მოწყობაში, ეს სხვა საქმეა. ცოტა უხერხულია, რომ უნდა გამოვიდე და ვამტკიცო, სპილო არ ვარ. იმდენად აბსურდული იყო მათი არგუმენტები", - განაცხადა ტყემალაძემ.

მისივე განმარტებით, კონტროლის პალატას საკამათო სიტყვაში "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" არც კი უხსენებია.

"მოსამართლის მხრიდანაც უპრეცენდენტო გადაწყვეტილებას ჰქონდა ადგილი.

წყარო: ipn.ge

სტატიის სრულიად ნახვა

მაჟორიტარი კანდიდატები

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები

ნახვა

გახდი მოხალისე

ჩაერთე წინასაარჩევნო კამპანიაში

გაწევრიანდი

არჩევნები 2016

სრული ინფორმაცია არჩევნებზე

ნახვა

დაგვიკავშირდით

მისამართი:
თბილისი, კოსტავას ქ. #70

ტელეფონი:
+(995 32) 2-15-99-44
+(995 32) 2-15-99-55