ზურაბ ტყემალაძე საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის გადადებას მოითხოვს

.

ზურაბ ტყემალაძე საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის გადადებას მოითხოვს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძემ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის გადადება მოითხოვა. ამის მიზეზად მან დაასახელა ის, რომ კომიტეტს კანონპროექტის ყველა მუხლი არ განუხილავს.

ტყემალაძე შემოვიდა წინადადებით, რომ პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილოს კანონპროექტის ის მუხლები, რომლებზეც კომიტეტეს დასკვნა უკვე აქვს დადებული.

ტყემალაძის მოთხოვნას არ დაეთანხმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი. მისი განცხადებით, კანონპროექტი ყველა კომიტეტში უკვე განიხილეს და საკითხი პლენარულ სხდომაზე გასატანად მზად არის.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, კომიტეტებს შესთავაზა შესვენებაზე იმსჯელონ იმ მუხლების გატანის შესახებ, რომლებიც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს არ განუხილავს.

წყარო: news.ge

სტატიის სრულიად ნახვა

ზურაბ ტყემალაძე - გენმოდიფიცირებულ საკვებთან დაკავშირებული საკითხები კანონებში უნდა იყოს ასახული

.

ზურაბ ტყემალაძე - გენმოდიფიცირებულ საკვებთან დაკავშირებული საკითხები კანონებში უნდა იყოს ასახულიბაზარზე გენმოდიფიცილებული პროდუქციის დაშვებასთან დაკავშირებით გარკვეული წესების, შეზღუდვებისა და აკრძალვების ამოქმედების საკითხი ახალი პარლამენტის დღის წესრიგშიც დგება.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი მთავრობას ამ მიმართულებით კანონის მომზადების მოთხოვნით მიმართავს.
როგორც კომიტეტის ხელმძღვანელი ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რა ტიპის პროდუქტს ყიდულობს - ეკოლოგიურად სუფთას თუ გენმოდიფიცირებულს.
”ხალხმა უნდა იცოდეს, რას ჭამს და სვამს, არჩევანი კი, თავად უნდა გააკეთოს. მიუღებელია პოზიცია იმის შესახებ, თითქოს გენმოდიფიცირებული პროდუქტის აკრძალვა ფასებს გააძვირებს. გენმოდიფიცირებულ საკვებთან დაკავშირებული საკითხები ბიუჯეტის თანმდევ კანონებში უნდა იყოს ასახული. არ შეიძლება რაღაცაზე ზოგადად ვსაუბრობდეთ და ის საკანონმდებლო დონეზე არ იყოს ასახული”, - აცხადებს ზურაბ ტყემალაძემ.

წყარო: www.interpressnews.ge

სტატიის სრულიად ნახვა

ზურაბ ტყემალაძე - დაუბეგრავ მინიმუმთან დაკავშირებით მოქნილი მექანიზმი უნდა ამოქმედდეს

.

ზურაბ ტყემალაძე - დაუბეგრავ მინიმუმთან დაკავშირებით მოქნილი მექანიზმი უნდა ამოქმედდეს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის ხელმძღვანელი ზურაბ ტყემალაძე ე.წ. დაუბეგრავი მინიმუმის ამოქმედებასთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან გართულებული მექანიზმების ამოქმედების გეგმაზე საუბრობს და ფინანსთა სამინისტროს ამ მიმართულებით მოქნილი პრინციპის შემოღების მოთხოვნით მიმართავს.
ამ საკითხზე დებატები კომიტეტის სხდომაზე გაიმართა, სადაც დეპუტატებმა 2013 წლის საბიუჯეტო პროექტის პარამეტრები განიხილეს.
როგორც ცნობილია, დაუბეგრავი მინიმუმის შემოღება ”ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც სამომხმარებლო კალათასთან მიმართებაში უნდა იყოს დაანგარიშებული.
ტყემალაძის თქმით, ბიუჯეტის თანმდევი კანონის თანახმად, რომელიც პარლამენტში მომავალი კვირისთვის შევა, აღნიშნულია, რომ გადახდილი თანხა მოქალაქეს მომავალი წლის ბოლოს დაუბრუნდება უკან, ანუ შედგება წლიური დეკლარაცია, თუ რამდენი აქვს გადახდილი საშემოსავლოსი.
”ამ მიმართულებით უფრო მოქნილი მექანიზმი უნდა ამოქმედდეს და ჩვენ ამ მექანიზმებზე უნდა შევთანხდეთ”, - აცხადებს ტყემალაძე.

წყარო: www.interpressnews.ge

სტატიის სრულიად ნახვა

გოგი თოფაძე: ქუთაისის პარლამენტში მუშაობა შეუძლებელია

.


გოგი თოფაძე: ქუთაისის პარლამენტში მუშაობა შეუძლებელიაკოალიცია „ქართული ოცნების“ წევრ გოგი თოფაძის თქმით, ქუთაისის პარლამენტში მუშაობა შეუძლებელია.


„ქუთაისში იყვნენ ჩვენი წარმომადგენლები. არ არის მზად პარლამენტის შენობა და პრობლემა გაჩნდა. ალბათ დღეს გადავწყვეტთ როგორ მოვიქცეთ. იქ მუშაობა პრაქტიკულად შეუძელებლია“, - განაცხადა გოგი თოფაძემ.


როგორც თოფაძე აღნიშნავს პრობლემების მიუხედავად, ახალი პარლამენტის პირველი სხდომა არ გადაიდება.


პარლამენტის ახალი შენობის გაუმართაობაზე საუბრობდა კოალიციის კიდევ ერთი წევრი ლევან ბერძენიშვილი.


მისი თქმით, ქართული ოცნება“ კონსტიტუციას არ დაარღვევს და პარლამენტის პირველ სხდომას ქუთაისში გახსნის, თუმცა, არ არის აუცილებელი ეს კონკრეტულად ქუთაისის პარლამენტში მოხდეს, რადგანაც ამას კონსტიტუცია არ ითვალისწინებს.


ქუთაისი პარლამენტის შენობის მდგომარეობის შესასწავლად „ქართული ოცნების“ ექსპერტთა ჯგუფი გუშინ გაემგზავრა. ახალი მოწვევის პარლამენტის ეკონომიკური განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატის ნოდარ ხადურის განცხადებით, ქუთაისის პარლამენტში მუშაობა სახიფათო და წარმოუდგენელია.


როგორც News.ge-ს ნოდარ ხადურმა განუცხადა, კონსტიტუციის შესაბამისად, პარლამენტი ქუთაისში უნდა შეიკრიბოს, რის დარღვევასაც „ქართული ოცნება“ არ აპირებს.

წყარო: News.ge

სტატიის სრულიად ნახვა

ზურაბ ტყემალაძე: რომელ ნატოზეა საუბარი როცა ტერიტორიები ოკუპირებულია

.

ზურაბ ტყემალაძე: რომელ ნატოზეა საუბარი როცა ტერიტორიები ოკუპირებულიაკოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრი ზურაბ ტყემალაძე მიიჩნევს, რომ ნატოში გაწევრიანებაზე საუბარი ნაადრევია. საქართველოს ნატოში გაწევრიანების თემასთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ იზიარებს კოალიციის მისწრაფებას ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანებაზე, თუმცა ამ ეტაპზე ამის გაკეთება შეუძლებელია. „რომელი ნატო მიგვიღებს, როცა ციხეებში ასეთი პირობებია და თანაც, ტერიტორიებია ოკუპირებული, - აღნიშნა ჟურნალისტებტან ტყემალაძემ.

სტატიის სრულიად ნახვა

მაჟორიტარი კანდიდატები

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები

ნახვა

გახდი მოხალისე

ჩაერთე წინასაარჩევნო კამპანიაში

გაწევრიანდი

არჩევნები 2016

სრული ინფორმაცია არჩევნებზე

ნახვა

დაგვიკავშირდით

მისამართი:
თბილისი, კოსტავას ქ. #70

ტელეფონი:
+(995 32) 2-15-99-44
+(995 32) 2-15-99-55