ზურაბ ტყემალაძე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შესწავლას ითხოვს

.

ზურაბ ტყემალაძე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შესწავლას ითხოვს
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობით შესაძლოა პარლამენტი - დროებით საგამოძიებო კომისიის ფორმატში დაინტერესდეს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ზურაბ ტყემელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, კომიტეტის სხდომაზე, შპს "ახალი ქსელების", "ახტელის" და "სისტემ ნეტის" განცხადება განიხილეს, სადაც შპს-ის წარმომადგენელმა, ხათუნა ინჯიამ კომუნიკაციის მარეგულირებელ სფეროში არსებულ საკანონმდებლო ხარვეზებსა და ეროვნული კომუნიკაციების კომისიის წევრების მხრიდან მთელ რიგ დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება.

ინჯიას მიიჩნევს, რომ აუცილებელია ცვლილებები "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში, ასევე ეროვნული კომუნიკაციების კომისიის წევრთა მხრიდან დოკუმენტების გაყალბებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების არსებობა-არარსებობის დადგენის მიზნით, მოკვლეული მასალების პროკურატურისთვის გადაცემა და ინტერსეთა კონფლიქტის არსებობის გამო, კომისიის წევრთა თანამდებობიდან გათავისუფლება.

წყარო: www.iveroni.com.ge

სტატიის სრულიად ნახვა

ტყემალაძე ,,ნაციონალებს" ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

.

ტყემალაძე ,,ნაციონალებს" ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
ზურაბ ტყემალაძე ,,ნაციონალურ მოძრაობას" ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ უმცირესობის წევრები ტყუიან როდესაც მათ მიმართ ზეწოლაზე საუბრობენ.

,,ვისზე მიდის ზეწოლა გამოვიდეს და თქვას. რა ზეწოლაზე საუბრობთ დაასაბუთეთ. ეს თქვენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხოლციელდებოდა ადამანების მიმართ შანტაჟი, დევნა და ზეწოლა. მახსოვს ჩემი პირადი მძღოლი თქვენს პორკურატურაში რამდენიმე საათი იკითხებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჩემთან მუშაობდა. ნუ სპეკულირებთ ამ თემით", განაცხადა სიტყვით გამოსვლისას უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ

http://www.iveroni.com.ge

სტატიის სრულიად ნახვა

ზურაბ ტყემალაძე „ბერტას,“ „ბარამბოსა“ და „ნიუ ენერჯის“ პრობლემებს პოლიტიკას არ უკავშირებს

.

ზურაბ ტყემალაძე „ბერტას,“ „ბარამბოსა“ და „ნიუ ენერჯის“ პრობლემებს პოლიტიკას არ უკავშირებს
რატომ შეექმნათ ფინანსური პრობლემები ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ასოცირებულ კომპანიებს? როგორც ვიუწყებოდით, მუშაობა შეაჩერეს ამიერკავკასიაში ჰიგიენური საშუალებების ერთადერთმა მწარმოებლებმა „ბერტამ“, ხოლო „ბარამბოს“ ქონება დაყადაღდა.

ინფრასტრუქტურული პროექტების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ განმახორციელებელ “ნიუ-ენერჯის” საქმეს კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სწავლობს. დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რადიო „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ პრობლემების მიზეზი თითოეულ შემთხვევაში კონკრეტულია. თუმცა, ზურაბ ტყემალაძე გამორიცხავს, რომ კომპანიებს პრობლემები ხელოვნურად პოლიტიკური ნიშნით შექმნოდათ.

მისი თქმით, თუ რომელიმე კომპანია საგადასახადო შემოწმების კანონიერ პროცესს ვერ უძლებს და ბიზნესს ხურავს, ეს მენეჯმენტის და ორგანიზაციის პრობლემაა.

ტყემალაძის მტკიცებით, გამორიცხულია სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში პროტექციონიზმის ფაქტები და თუ ეს კომპანიები 2012 წლის ოქტომბრამდე კონკურსის პირობებში პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყვნენ და ამჟამად თავისუფალი კონკურენციის პირობებში სატენდერო წანადადების მოგება გაურთულდათ, ესეც მათი პრობლემაა.

საპარლამენტო უმცირესობის ერთერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ ამ კომპანიების დახურვით 3000 ადამიანი დარჩება სამსახურის გარეშე, რითიც დეპუტატის თქმით, ბიუჯეტს მოაკლდება სოლიდური შენატანი. ვაშაძის განცხადებითვე, აღნიშნული პროცესების ფონზე ინვესტორები მოერიდებიან საქართველოში ფულის ჩადებას და საბოლოოო ჯამში არსებული სამუშაო ადგილების შემცირებასთან ერთად ახლის შექმნაც შეუძლებელი გახდება. უმცირესობის წევრის განცხადებითვე, პოლიტიკური ხაზით მსგავსი პროცესების გატარებამ დღეს ქვეყნის ეკონომიკა რთულ მდგომარეობაში ჩააყენა.

წყარო: www.commersant.ge

სტატიის სრულიად ნახვა

გოგი თოფაძე: ეკონომიკური ამნისტიით არგადამხდელს სტიმული მიეცემა

.

გოგი თოფაძე: ეკონომიკური ამნისტიით არგადამხდელს სტიმული მიეცემა
– სჭირდება თუ არა ქართულ ბიზნესს და ეკონომიკას ქვეყანაში ეკონომიკური ამნისტიის გამოცხადება და ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია?

– ძალიან სამწუხაროა, მე რომ უნდა ვილაპარაკო ამნისტიის წინააღმდეგ, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი პრეზიდენტის უაზრო გადაწყვეტილებებმა დაგვღალა.დაუშვებელია, რომ ეს კანონი მივიღოთ. ვიღაცა იხდის და ვიღაცას უნდა ვაპატიოთ, ეს უკვე დისბალანსს ქმნის. ანუ ჩვენ ვაძლევთ სტიმულს არგადამხდელებს, რომ არ გადაიხადონ, რადგან ოდესღაც ვიღაც აპატიებს. არ არის სწორი. მით უფრო ამის წინასწარ განცხადება დანაშაულია. ესე იგი ჩვენ ვეუბნებით: ნუ გადაიხდი! მთელი 15 წელი ვიბრძვი ამ გადასახადების წინააღმდეგ, იმდენად მიუღებელია ჩვენი საგადასახადო კოდექსი. თუმცა ახლა იძულებული ვარ ვთქვა, რომ არასწორი და დაუშვებელია. ეს ჩვენი პრეზიდენტის მორიგი დაუფიქრებელი, გაუაზრებელი განცხადებაა. მე ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, სულ ვლაპარაკობ, რომ გადასახადები უნდა შემცირდეს, რომ არასწორი საგადასახადო კოდექსია, ძალიან ბევრი ცოდვებია ამ კოდექსში, მაგრამ ახლა იძულებული ვარ ასეთი პოზიცია დავაფიქსირო.

– თუმცა ბიზნესი სწორად გაიგებს ახალი ხელისუფლების ამ დამოკიდებულებას?

– ეს კანონი გათვლილია იმაზე, ვინც ნომენკლატურული ბიზნესის წარმომადგენელი იყო.

– მაგალითად ვისზე?

– რატომ აპატიეს „რუსთავი 2–ს“, „პირველ არხს“ მილიონობით გადაუხდელობა. ეს ეშმაკობაა. ნებისმიერი ფორმის ბიზნესი გადასახადს უნდა იხდიდეს. დღეს პრეზიდენტს უნდა, რომ ვიღაცეებს აპატიოს. ჩვენ, არანომენკლატურულ ბიზნესმენებს არავინ არაფერს გვპატიობდა. ეს არის ძალიან გაუთვლელი და არასწორი პოლიტიკური ნაბიჯი. მოდით მოვთხოვოთ ყველას, გადასახადი გადაიხადოს, მაგრამ ისიც უნდა შეპირდე, რომ გადასახადი იქნება ობიექტური და გადაიხედება საგადასახადო კოდექსი. ყველა ქართველ ბიზნესმენს გული სტკივა, რომ საქართველო ამ დღეშია, რომ ბევრი პრობლემაა, რომ პენსიები არ არის. ყველაფერს გავაკეთებთ, ოღონდ მივაღწიოთ იმას, რომ საგადასახადო კოდექსი იყოს მორგებული, ნორმალური და ყოველგვარი ავანტურული გადაწყვეტილებების გარეშე. მიუღებელია, რაც რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა განაცხადა.

– თუმცა, როდესაც საუბარია ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციაზე, რამდენად სწორია, როდესაც იმის გამო, რომ ადამიანი გადასახადს არ იხდის, ის ხვდება ავტომატურად ციხეში? ამ მიმართულებით მაინც თუ არის პრეზიდენტის ინიციატივა მისაღები?

– გადასახადების დეკრიმინალიზაცია ვის ეხება? დამისახელეთ ერთი არანომენკლატურული ბიზნესის წარმომადგენელი, ვინც ამ გადასახადებს გადაურჩა. ეს გათვლილია იმათზე, რომელიც წეღან გიხსენეთ – „რუსთავი 2“, „პირველი არხი“, ვინც მილიონობით ლარი არ გადაიხადა. ეს ყველაფერი იმათ სასარგებლოდ კეთდება და არა ნორმალური, პატიოსანი ბიზნესმენისთვის. ჩვენ ყველაფერი გადაგვახდევინეს, ორმაგი, სამმაგი ოდენობით დაგვაწერეს. ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენთვის მიუღებელია. დამერწმუნეთ, ასეთი გადაწყვეტილებები მომავალში ძალიან ძვირი დაუჯდება ჩვენს ბიუჯეტს. არ შეიძლება, უნდა გადავიხადოთ ის, რაც გადასახდელი იქნება, რასაც კანონი დაგვიწესებს, ოღონდ ეს უნდა იყოს ძალიან ობიექტური გადასახადი და არა ისეთი, როგორც აქამდე იყო.

– როგორ უნდა მიიღოს ბიზნესმა სარგებელი ახალი ხელისუფლების პირობებში, რა ღონისძიებები და ნაბიჯები გადაიდგმება ახალი მთავრობის მხრიდან ისეთი, რაც ბიზნესს მათ უკეთეს პირობებში ამყოფებს?

– თებერვალში ძალიან ბევრი, უფრო მნიშვნელოვანი კანონებია მისაღები (პოლიტიკური გადაწყვეტილებები). ამის შემდეგ ჩვენ მივდგებით და დავიწყებთ ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტას. ანუ მივადგებით საგადასახადო კოდექსს, რომელიც დღეს მიუღებელია. ეს ალბათ დაიწყება გაზაფხულიდან, როგორც კი პოლიტიკური სიტუაცია დალაგდება. ჩვენ რა თქმა უნდა ბევრ რამეს შევცვლით. თუ ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში განვითარდეს სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ეკონომიკა საერთოდ, ჩვენ უნდა მივიღოთ ის კანონები, რომლებიც წაადგება ქართულ მრეწველობას, ქართულ სოფლის მეურნეობას და არა ის კანონები, რომლებიც იმპორტიორებს გაახარებს საქართველოში.

წყარო: www.commersant.ge

სტატიის სრულიად ნახვა

თბილისში პარლამენტის შენობის რეაბილიტაციისთვის 8-10 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება

.

თბილისში პარლამენტის შენობის რეაბილიტაციისთვის 8-10 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება
თბილისში, პარლამენტის შენობის რეაბილიტაციისთვის 8-10 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ზურაბ ტყემალაძემ განუცხადა.


მისი თქმით, ეს თანხაა განსაზღვრული რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობის მოსაწესრიგებლად, ჯამში როგორც 2012 წლის, ასევე მომავალი წლის ბიუჯეტებიდან.


როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პარლამენტის ძველი შენობის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის აქტიური მზადება მიმდინარეობს.


"დაწყებულია საპროექტო სამუშაოები. ჩემი მონაცემებით, გამოცხადებული უნდა იყოს ტენდერი და რისი გაკეთებაც წლის ბოლომდე მოესწრება, იმის მიხედვით მოხდება თანხების ათვისება" ,- აცხადებს ტყემალაძე.


პარლამენტის ძველი შენობა საკანონმდებლო ორგანოს უკვე დაუბრუნდა. მისი მოწესრიგებისთვის თანხები 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც გამოიყოფა 2 მილიონი ლარის ოდენობით.


წყარო/Source: "ინტერპრესნიუსი"

სტატიის სრულიად ნახვა

მაჟორიტარი კანდიდატები

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები

ნახვა

გახდი მოხალისე

ჩაერთე წინასაარჩევნო კამპანიაში

გაწევრიანდი

არჩევნები 2016

სრული ინფორმაცია არჩევნებზე

ნახვა

დაგვიკავშირდით

მისამართი:
თბილისი, კოსტავას ქ. #70

ტელეფონი:
+(995 32) 2-15-99-44
+(995 32) 2-15-99-55