ზურაბ ტყემალაძე: ილუზია, რომ ევროკავშირის წევრად ჯერ არ მიგვიღებდნენ, არავის ჰქონია!

„ ილუზია, რომ ევროკავშირის წევრად ჯერ არ მიგვიღებდნენ, არავის ჰქონია. ბაროზოს განცხადებას დადებითად ვაფასებ. საქართველოს ევროკავშირში შესვლის შანსი აქვს, თუმცა ამ ეტაპზე მზად არ ვართ კავშირში შესასვლელად. რაც შეეხება იმას, რამდენ ხანში შეიძლება საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ამაზე კონკრეტული პასუხი არ მაქვს. როდესაც საქართველოში ის რეფორმები გატარდება, რაც ევროკავშირში შესასვლელადაა საჭირო, კავშირის წევრიც გახდება!", - განაცხადა ტყემალაძემ.
წყარო: reportiori.ge