ზურაბ ტყემალაძე „ბერტას,“ „ბარამბოსა“ და „ნიუ ენერჯის“ პრობლემებს პოლიტიკას არ უკავშირებს

.

ზურაბ ტყემალაძე „ბერტას,“ „ბარამბოსა“ და „ნიუ ენერჯის“ პრობლემებს პოლიტიკას არ უკავშირებს
რატომ შეექმნათ ფინანსური პრობლემები ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ასოცირებულ კომპანიებს? როგორც ვიუწყებოდით, მუშაობა შეაჩერეს ამიერკავკასიაში ჰიგიენური საშუალებების ერთადერთმა მწარმოებლებმა „ბერტამ“, ხოლო „ბარამბოს“ ქონება დაყადაღდა.

ინფრასტრუქტურული პროექტების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ განმახორციელებელ “ნიუ-ენერჯის” საქმეს კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სწავლობს. დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რადიო „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ პრობლემების მიზეზი თითოეულ შემთხვევაში კონკრეტულია. თუმცა, ზურაბ ტყემალაძე გამორიცხავს, რომ კომპანიებს პრობლემები ხელოვნურად პოლიტიკური ნიშნით შექმნოდათ.

მისი თქმით, თუ რომელიმე კომპანია საგადასახადო შემოწმების კანონიერ პროცესს ვერ უძლებს და ბიზნესს ხურავს, ეს მენეჯმენტის და ორგანიზაციის პრობლემაა.

ტყემალაძის მტკიცებით, გამორიცხულია სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში პროტექციონიზმის ფაქტები და თუ ეს კომპანიები 2012 წლის ოქტომბრამდე კონკურსის პირობებში პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყვნენ და ამჟამად თავისუფალი კონკურენციის პირობებში სატენდერო წანადადების მოგება გაურთულდათ, ესეც მათი პრობლემაა.

საპარლამენტო უმცირესობის ერთერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ ამ კომპანიების დახურვით 3000 ადამიანი დარჩება სამსახურის გარეშე, რითიც დეპუტატის თქმით, ბიუჯეტს მოაკლდება სოლიდური შენატანი. ვაშაძის განცხადებითვე, აღნიშნული პროცესების ფონზე ინვესტორები მოერიდებიან საქართველოში ფულის ჩადებას და საბოლოოო ჯამში არსებული სამუშაო ადგილების შემცირებასთან ერთად ახლის შექმნაც შეუძლებელი გახდება. უმცირესობის წევრის განცხადებითვე, პოლიტიკური ხაზით მსგავსი პროცესების გატარებამ დღეს ქვეყნის ეკონომიკა რთულ მდგომარეობაში ჩააყენა.

წყარო: www.commersant.ge

გააზიარე



. .

მაჟორიტარი კანდიდატები

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები

ნახვა

გახდი მოხალისე

ჩაერთე წინასაარჩევნო კამპანიაში

გაწევრიანდი

არჩევნები 2016

სრული ინფორმაცია არჩევნებზე

ნახვა

დაგვიკავშირდით

მისამართი:
თბილისი, კოსტავას ქ. #70

ტელეფონი:
+(995 32) 2-15-99-44
+(995 32) 2-15-99-55