ზურაბ ტყემალაძე - გენმოდიფიცირებულ საკვებთან დაკავშირებული საკითხები კანონებში უნდა იყოს ასახული

.

ზურაბ ტყემალაძე - გენმოდიფიცირებულ საკვებთან დაკავშირებული საკითხები კანონებში უნდა იყოს ასახული


ბაზარზე გენმოდიფიცილებული პროდუქციის დაშვებასთან დაკავშირებით გარკვეული წესების, შეზღუდვებისა და აკრძალვების ამოქმედების საკითხი ახალი პარლამენტის დღის წესრიგშიც დგება.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი მთავრობას ამ მიმართულებით კანონის მომზადების მოთხოვნით მიმართავს.

როგორც კომიტეტის ხელმძღვანელი ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რა ტიპის პროდუქტს ყიდულობს - ეკოლოგიურად სუფთას თუ გენმოდიფიცირებულს.

”ხალხმა უნდა იცოდეს, რას ჭამს და სვამს, არჩევანი კი, თავად უნდა გააკეთოს. მიუღებელია პოზიცია იმის შესახებ, თითქოს გენმოდიფიცირებული პროდუქტის აკრძალვა ფასებს გააძვირებს. გენმოდიფიცირებულ საკვებთან დაკავშირებული საკითხები ბიუჯეტის თანმდევ კანონებში უნდა იყოს ასახული. არ შეიძლება რაღაცაზე ზოგადად ვსაუბრობდეთ და ის საკანონმდებლო დონეზე არ იყოს ასახული”, - აცხადებს ზურაბ ტყემალაძემ.

წყარო: www.interpressnews.ge

გააზიარე



. .

მაჟორიტარი კანდიდატები

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები

ნახვა

გახდი მოხალისე

ჩაერთე წინასაარჩევნო კამპანიაში

გაწევრიანდი

არჩევნები 2016

სრული ინფორმაცია არჩევნებზე

ნახვა

დაგვიკავშირდით

მისამართი:
თბილისი, კოსტავას ქ. #70

ტელეფონი:
+(995 32) 2-15-99-44
+(995 32) 2-15-99-55