
კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრი ზურაბ ტყემალაძე მიიჩნევს, რომ ნატოში გაწევრიანებაზე საუბარი ნაადრევია. საქართველოს ნატოში გაწევრიანების თემასთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ იზიარებს კოალიციის მისწრაფებას ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანებაზე, თუმცა ამ ეტაპზე ამის გაკეთება შეუძლებელია. „რომელი ნატო მიგვიღებს, როცა ციხეებში ასეთი პირობებია და თანაც, ტერიტორიებია ოკუპირებული, - აღნიშნა ჟურნალისტებტან ტყემალაძემ.