პარლამენტის კვლავ თბილისში გადატანაზე საუბარი ნაადრევია –– ზურაბ ტყემალაძე

.

პარლამენტის კვლავ თბილისში გადატანაზე საუბარი ნაადრევია –– ზურაბ ტყემალაძეკოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის, პარტიის –– "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" –– ერთ–ერთ ლიდერ ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის კვლავ თბილისში გადატანაზე საუბარი ნაადრევია. მან ამის შესახებ გაზეთ "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.


მისი თქმით, იგი გუშინ ქუთაისში ახალ პარლამენტში იმყოფებოდა, სადაც მუშებს გაესაუბრა. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სარემონტო სამუშაოების ბოლომდე დასრულება შესაძლოა, თვის ბოლომდე მოხერხდეს.


„დასამთავრებელია სამუშაო ოთახები, აპარატის სამსახურის მოწყობა და სხვა. 20 ოქტომბერს კი სხდომა ახალ დარბაზში ჩატარება პრობლემა არ იქნება. ეს ის დარბაზია, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა გახსნა. რაც შეეხება სამომავლოდ პარლამენტის ადგილსამყოფელს, პირადად ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს და მის თბილისში დაბრუნებაზე საუბარი ნაადრევია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ კონსტიტუციის შესაბამისად ვიმოქმედებთ, რომელიც ამ დროისთვის პარლამენტის ფუნქციონირებას სწორედ ქუთაისში გულისხმობს", –– განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

წყარო: medianews.ge

გააზიარე



. .

მაჟორიტარი კანდიდატები

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები

ნახვა

გახდი მოხალისე

ჩაერთე წინასაარჩევნო კამპანიაში

გაწევრიანდი

არჩევნები 2016

სრული ინფორმაცია არჩევნებზე

ნახვა

დაგვიკავშირდით

მისამართი:
თბილისი, კოსტავას ქ. #70

ტელეფონი:
+(995 32) 2-15-99-44
+(995 32) 2-15-99-55