"მრეწველები" კობა ნაყოფიასთან და კახა ოქრიაშვილთან კონსულტაციებს არ ადასტურებენ

.

კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი, "მრეწველების" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე ადასტურებს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში ბიზნესმენთა ფრაქციის შექმნა იგეგმება , თუმცა ფრაქციის შესაძლო წევრთა ვინაობას არ აკონკრეტებს."ფრაქციის შექმნა, რა თქმა უნდა, გვინდა და ვნახოთ. ჩვენი პოლიტიკური პარტიის განვითარებისა და წინსვლისთვის კარგია, თუ ფრაქცია გვექნება, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ტყემალაძემ. ამასთან, ტყემალაძე არ აკონკრეტებს, ვინ იქნებიან ფრაქციის სხვა წევრები და ამ საკითხზე ვისთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. "მოლაპარაკებები რომ დამთავრდება, ამას მერე გეტყვით", - აღნიშნა ტყემალაძემ. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბიზნესმენების ფრაქციაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ბიზნესმენებს კობა ნაყოფიასა და კახა ოქრიაშვილს ვიხილავთ, ტყემელაძე ირწმუნება, რომ "ეს ინფორმაცია ამ ეტაპზე არასწორია".

გააზიარე



. .

მაჟორიტარი კანდიდატები

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები

ნახვა

გახდი მოხალისე

ჩაერთე წინასაარჩევნო კამპანიაში

გაწევრიანდი

არჩევნები 2016

სრული ინფორმაცია არჩევნებზე

ნახვა

დაგვიკავშირდით

მისამართი:
თბილისი, კოსტავას ქ. #70

ტელეფონი:
+(995 32) 2-15-99-44
+(995 32) 2-15-99-55