ზურაბ ტყემალაძე: ბურჯანაძე-ივანიშვილის შეხვედრა აქამდეც უნდა შემდგარიყო

.

ზურაბ ტყემალაძე: ბურჯანაძე-ივანიშვილის შეხვედრა აქამდეც უნდა შემდგარიყო

კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი "მრეწველთა" პარტია ნინო ბურჯანაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის შემდგარ შეხვედრას მიესალმება.

როგორც "ივერონს" პარტიის თანათავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ განუცხადა, მათი პარტია თავიდანვე მომხრე იყო, ეს შეხვედრა შემდგარიყო.

"ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ეს შეხვედრა შედგა. დარწმუნებული ვარ, კეთილგანწყობილი საუბარი იყო. რაც შეეხება პროგნოზს - შედგება თუ არა მომავალში ალიანსი, ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ, ეს მათი გადასაწყვეტია. პირადად მე მივესალმები, თუკი ეს ალიანსი შედგება", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ და იქვე დასძინა, რომ მიუხედავად იმ ფაქტისა, "მრეწველები" კოალიციაში გაწევრიანებისთანავე იყვნენ ამ შეხვედრის მსურველები, თუმცა დღევანდელი შეხვედრის ინიციატორები მრეწველები არ ყოფილან.

წყარო: www.iveroni.com.ge

გააზიარე



. .

მაჟორიტარი კანდიდატები

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები

ნახვა

გახდი მოხალისე

ჩაერთე წინასაარჩევნო კამპანიაში

გაწევრიანდი

არჩევნები 2016

სრული ინფორმაცია არჩევნებზე

ნახვა

დაგვიკავშირდით

მისამართი:
თბილისი, კოსტავას ქ. #70

ტელეფონი:
+(995 32) 2-15-99-44
+(995 32) 2-15-99-55