ზურაბ ტყემალაძე: პოლიტიკურ პარტიებს ყადაღა თუ დაედოთ, ე.ი. ხელისუფლების მიზანი მათთვის საარჩევნო წყაროების მოსპობა ყოფილა

.

ზურაბ ტყემალაძე: პოლიტიკურ პარტიებს ყადაღა თუ დაედოთ, ე.ი. ხელისუფლების მიზანი მათთვის საარჩევნო წყაროების მოსპობა ყოფილა


"მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ერთ -ერთი ლიდერის, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, მათ პარტიას, ისევე როგორც სხვა დაჯარიმებულ პარტიებს იმ თანხის გადახდის ფიზიკური შესაძლებლობა არ აქვთ, რომელიც მათ კონტროლის პალატის ოქმის საფუძველზე დაეკისრათ.

როგორც ტყემალაძემ From.ge სთან საუბარში განაცხადა, მათ არანაირი სურვილი არ აქვთ, რომ ეს „უკანონო“ ჯარიმები გადაიხადონ და აღნიშნა, რომ თუნდაც ჰქონდეთ ამის სურვილი ვერ გაწვდებიან, „იმიტომ რომ ჩვენი პარტიის გარშემო ასეთი თანხები არ არსებობს“.

ტყემალაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას თუ კი სინდისის რამე შერჩენილი აქვს, პოლიტიკურ პარტიებს ყადაღა არ უნდა დაადოს.

„თუ კი ყადაღა დაგვადეს, ეს იქნება სკანდალი. ამ შემთხვევაში ყველა პოლიტიკური პარტია პარალიზირებული იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არჩევნებში ვერ მივიღებთ მონაწილეობას. მართალია, ჩენ ამის ოფიციალური უფლება არ წაგვერთმევა, მაგრამ ის ტექნიკური და ფინანსური საშუალებები მოგვესპობა , რომელიც არჩევნებში მონაწილეობისთვის არის საჭირო“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ თუ პოლიტიკურ პარტიებს ყადაღა მაინც დაედო, აღმოჩნდება, რომ ხელისუფლების მიზანიც სწორედ პარტიებისთვის საარჩევნო წყაროების მოსპობა ყოფილა.

ტყემალაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ყოველგვარი იურიდიული მექანიზმები ამოწურულია, რადგან ყველა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, ამიტომ ერთადერთ გზად საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება ესახება.

„ჩვენ სხვა არაფერი არ შეგვიძლია ამ ეტაპზე გარდა იმისა, რომ საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში. ასევე დეტალურ ინფორმაციებს მივაწვდით ყველა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს“, - დასძინა ტყემალაძემ.

საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის დადგენილების საფუძველზე, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური სუბიექტები და საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ 2 383 097 ლარით დააჯარიმა.

სასამართლოს დადგენილებით, აღნიშნული თანხა ექვს სუბიექტს - „რესპუბლიკურ პარტიას“, „თავისუფალ დემოკრატებს“, „კონსერვატიულ პარტიას“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ და საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ შორის უნდა გადანაწილდეს.

წყარო: from.ge

გააზიარე



. .

მაჟორიტარი კანდიდატები

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები

ნახვა

გახდი მოხალისე

ჩაერთე წინასაარჩევნო კამპანიაში

გაწევრიანდი

არჩევნები 2016

სრული ინფორმაცია არჩევნებზე

ნახვა

დაგვიკავშირდით

მისამართი:
თბილისი, კოსტავას ქ. #70

ტელეფონი:
+(995 32) 2-15-99-44
+(995 32) 2-15-99-55