"მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ჯარიმის გადახდის საშუალება არ აქვს

.

"მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ჯარიმის გადახდის საშუალება არ აქვს

აღსრულების ბიუროს მიერ ჯარიმის იძულებითი წესით ამოღების შემთხვევაში პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ თანამშრომლები ხელფასების გარეშე დარჩებიან.

ამის შესახებ news.ge-ს პარტიის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძემ განუცხადა.

მისი თქმით, პარტია დაკისრებულ ჯარიმას ვერ გადაიხდის - „ძალიანაც დიდი სურვილი რომ გვქონდეს ვერ გადავიხდით. მაგის გადახდის წყარო ნამდვილად არ გაგვაჩნია. რასაც ვღებულობთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თანამშრომლების ხელფასს ვფარავთ. თუ იძულებითი წესით მოითხოვეს, თანამშრომლები დარჩებიან ხელფასების გარეშე, პარტია იფუნქციონირებს რა თქმა უნდა, მაგრამ ეკონომიური საშუალებები ნამდვილად არ ექნება“, - ამბობს ზურაბ ტყემალაძე. "- აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ჯარიმის სახით პარტიას 2 მლნ 300 ათასი ლარი აქვთ გადასახდელი.

შეგახსენებთ, "ქართულ ოცნებაში" შემავალ პარტიებს კონტროლის პალატის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვადა დღეს ეწურებათ.

გააზიარე



. .

მაჟორიტარი კანდიდატები

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები

ნახვა

გახდი მოხალისე

ჩაერთე წინასაარჩევნო კამპანიაში

გაწევრიანდი

არჩევნები 2016

სრული ინფორმაცია არჩევნებზე

ნახვა

დაგვიკავშირდით

მისამართი:
თბილისი, კოსტავას ქ. #70

ტელეფონი:
+(995 32) 2-15-99-44
+(995 32) 2-15-99-55