მრეწველები საერთოდ რა შუაში ვართ ?

ზურაბ ტყემალაძე: "მრეწველები საერთოდ რა შუაში ვართ ?"
"მრეწველები" საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ცინიზმად მიიჩნევენ. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, პარტიას დაკისრებული ჯარიმის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს და რომც ჰქონდეს პრინციპულად არ გადაიხდის.
"ჩვენზე დაკისრებული ჯარიმა აბსურდულია, ღიმილის მომგვრელიც კი. "მენეჯმენტ-სერვისმა" თებერვალში რაღაც სამუშაოები ჩაატარა, ჩვენ რა შუაში ვართ?! "მრეწველები" კოალიციას ოფიციალურად მაისის თვეში შეუერთდნენ. ეს წარმოუდგენელი ცინიზმი და აბსურდის თეატრია"- განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.
მისივე თქმით, თუ პარტიის ანგარიშები და ოფისები დაყადაღდება, ისინი პარტიულ საქმიანობას და შეკრებებს ღია ცის ქვეშ აწარმოებენ.