საქართველოს რენესანსის დასაწყისი !!!

მრეწველთა პარტიის" ლიდერი, კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი გოგი თოფაძე დღევანდელ აქციას "საქართველოს რენესანსის საწყისად" მიიჩნევს.
ამის შესახებ მან "ივერონთან" საუბრისას განაცხადა.
"ჩვენი მთავარი საქმელი ისაა, რომ ქართველი ხალხი 20 წელია, იტანჯება და ეს ტანჯვა უნდა დასრულდეს. ახლა გამოჩნდა ძალა, რომელიც ხალხში რეალურ რწმენას ბადებს. "ქართული ოცნება" - ეს არის რეალური შანსი. დარწმუნებული ვარ, ოქტომბერში ყველაფერი გადაწყდება. ეს არის რენესანსის დასაწყისი" – აღნიშნა მან.
წყარო: www.iveroni.com.ge