27.05.2012 - გოგი თოფაძე

.

გოგი თოფაძე: საქართველოში დაიწყო მოძრაობა რომელსაც ვერაფერი გააჩერებს

საქართველოში დაიწყო მოძრაობა რომელსაც ვერაფერი გააჩერებს და დღეს, მთელი საქართველო თავისუფლების მოედანზე ერთ მუშტად შეკრული იდგა“, - ასე შეაფასა კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით 27 მაისს, თავისუფლების მოედანზე გამართული აქცია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერმა გოგი თოფაძემ.

შეგახსენებთ, დღეს 15:00 საათზე თავისუფლების მოედანზე კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით აქცია გაიმართა. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებდნენ, ეს იყო როგორც პროტესტის გამოხატვა მმართველი ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ, ასევე კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალური დასაწყისი.

აქცია თავისუფლების მოედანზე დათქმულ დროს, ზუსტად 15:00 საათზე დაიწყო. ცენტრალურ მოედანზე აქციის მონაწილეები დედაქალაქის სხვადასხვა უბნებიდან კოლონების სახით დაიძრნენ.

აქციას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მათ შორის ლევან გაჩეჩილაძე, კოკა გუნცაძე, ნინო ბურჯანაძე და სახალხო კრების წარმომადგენლები. მოედანზე შეკრებილებს სიტყვით კახი კალაძემაც მიმართა.

თავისუფლების მოედანი, პუშკინის სკვერი და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებით იყო სავსე.

წყარო: www.presage.tv

გააზიარე



. .

მაჟორიტარი კანდიდატები

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები

ნახვა

გახდი მოხალისე

ჩაერთე წინასაარჩევნო კამპანიაში

გაწევრიანდი

არჩევნები 2016

სრული ინფორმაცია არჩევნებზე

ნახვა

დაგვიკავშირდით

მისამართი:
თბილისი, კოსტავას ქ. #70

ტელეფონი:
+(995 32) 2-15-99-44
+(995 32) 2-15-99-55