შეხვდერა ბიძინა ივანიშვილთან

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კოალიციის წევრი პარტიის „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც „მრეწველების“ ლიდერმა გოგი თოფაძემ განაცხადა, შეხვედრაზე მან ბიძინა ივანიშვილს პარტიის აქტივისტები გააცნო, რომლებმაც კოალიციის ლიდერს საარჩევნო კამპანიაში ჩართვაზე მზადყოფნა დაუდასტურეს.
„ბიძინა ივანიშვილმა მთხოვა მისთვის პარტიის აქტივისტთა გაცნობა. ჩვენ რეგიონებში გვყავს ჩვენი ჯგუფები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ. ისინი ჩამოვიყვანეთ და დავუდასტურეთ ბიძინა ივანიშვილს, რომ ყველა მზად არის აქტიურად ჩაებას საარჩევნო კამპანიაში“-აღნიშნა თოფაძემ.
მრეწველების ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ტყემალაძის თქმით, შეხვედრა ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა და ამ ხნის განმავლობაში კოალიციის ლიდერთან არჩევნებზე, რეგიონებში არსებულ მდგომარეობასა და შიდა ურთიერთობებზე ისაუბრეს.
მისივე თქმით, საუბარი, ასევე, შეეხო არჩევნებზე მაჟორიტარობის შესაძლო კანდიდატებსაც, თუმცა, ტყემალაძემ ინფორმაცია არ დააკონკრეტა.
წყარო: www.geonewspress.com