წესდება

IV. მოძრაობის ორგანიზაციული სტრუქტურა

4.1 მოძრაობის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა მოძრაობის ყრილობა.

4.2 მოძრაობის ყრილობა იმართება ოთხ წელიწადში ერთხელ მაინც. მის მოწვევას და ჩატარებას უზრუნველყოფს მოძრაობის სათათბირო.

4.3 რიგგარეშე ყრილობა მოიწვევა მოძრაობის სათათბიროს, მოძრაობის ლიდერის, მოძრაობის თავმჯდომარის ან მოძრაობის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე.

4.4 ყრილობაზე მონაწილეობის მისაღებად უნდა არჩეული იყოს არანაკლებ 200 დელეგატისა.

4.5 ყრილობის დელეგატები არიან სათათბიროს წევრები, სარევიზიო კომისიის წევრები, აგრეთვე მოძრაობის რაიონული, საქალაქო, ქალთა, ახალგაზრდული და სხვა ორგანიზაციების (შემდგომში: სტრუქტურული ქვედანაყოფები) მიერ არჩეული დელეგატები. სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლობის ქვოტებს ყრილობამდე 3 თვით ადრე ადგენს სათათბირო ამ ორგანიზაციების წევრთა რიცხვის გათვალისწინებით.

4.6 ყრილობამდე 3 თვით ადრე მოძრაობის ყველა დელეგატს უნდა დაეგზავნოს შეტყობინება ყრილობის ჩატარების შესახებ.

შეტყობინებაში მოცემული უნდა იყოს:

4.6.1 ყრილობის ჩატარების ადგილი და დრო;

4.6.2 ყრილობის დღის წესრიგი.

4.7 ყრილობის განსაკუთრებული უფლებამოსილებაა პარტიის წესდების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების (წესდებაში შეტანილი ცვლილებები/დამატებები ძალაში შედის მათი კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციის შემდეგ) შეტანა, პარტიის ხელმძღვანელი, აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოების არჩევა, პარტიის რეორგანიზაციისა და თვითლიკვიდაციის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.

4.8 ყრილობა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დელეგატთა ნახევარზე მეტი.

4.9 ყრილობა გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხოლო მოძრაობის რეორგანიზაციის და თვითლიკვიდაციის შესახებ დამსწრეთა ხმების სულ მცირე ორი მესამედის უმრავლესობით.

4.10 მოძრაობის სათათბირო ხელმძღვანელობს მოძრაობას ყრილობებს შორის პერიოდში. მოძრაობის სათათბიროს უფლებამოსილების ვადაა 4 (ოთხი) წელი.

4.11 სათათბიროს წევრები არიან: (ა) მოძრაობის მთავარი კომიტეტის (გამგეობის) წევრები, მათ შორის მოძრაობის ლიდერი, მოძრაობის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მოძრაობის პოლიტიკური მდივანი და მოძრაობის ორგანიზაციული მდივანი; (ბ) საქართველოს პარლამენტის წევრები, რომლებიც იმავდროულად მოძრაობის წევრები არიან, (დ) მოძრაობის სტრუქტურული ქვეგანაყოფების თავმჯდომარეები, ამასთან, მოძრაობის ინტერესებიდან გამომდინარე, ყრილობა უფლებამოსილია სათათბიროს წევრებად აირჩიოს მოძრაობის სხვა წევრებიც.

4.12 სათათბირო მოიწევა წელიწადში ერთხელ მაინც. სათათბიროს სხდომას იწვევს მოძრაობის მთავარი კომიტეტი. რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნას მოძრაობის ლიდერის, მოძრაობის თავმჯდომარის, მთავარი კომიტეტის ან სათათბიროს შემადგენლობის ერთი მესამედის მოთხოვნით. სათათბიროს სხდომებს ხელმძღვანელობს მოძრაობის თავმჯდომარე ან მისი დავალებით – მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე ან პოლიტიკური მდივანი. Mმოძრაობის თავმჯდომარის არყოფნისას სათათბიროს სხდომებს ხელმძღვანელობს მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მოადგილის არყოფნისას _ პოლიტიკური მდივანი.

4.13 სათათბიროს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით.

4.14 სათათბიროს განსაკუთრებული უფლებამოსილებაა ყრილობებს შორის პერიოდში მოძრაობის საქმიანობის სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.

4.15 მოძრაობის ყრილობა ირჩევს მოძრაობის მთავარ კომიტეტს 4 (ოთხი) წლის ვადით.

4.16 მოძრაობის გამგეობა (შემდგომში: მთავარი კომიტეტი) არის მოძრაობის აღმასრულებელი ორგანო. იგი უზრუნველყოფს მოძრაობის მიმდინარე საქმიანობას ყრილობისა და სათათბიროს გადაწყვეტილებათა შესრულებას.

4.17 მთავარი კომიტეტის სხდომები ტარდება თვეში ერთხელ მაინც და მათი ჩატარების თარიღს ადგენს თავად მთავარი კომიტეტი. მოძრაობის თავმჯდომარის ან მთავარი კომიტეტის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნით შეიძლება ჩატარდეს მთავარი კომიტეტის რიგგარეშე სხდომა. რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესახებ მთავარი კომიტეტის ყველა წევრს უნდა შეატყობინონ სხდომის ჩატარებამდე ორი დღით ადრე.

4.18 მთავარი კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მთავარი კომიტეტის წევრთა ნახევარზე მეტი.

4.19 მთავარი კომიტეტის სხდომებს ხელმძღვანელობს მოძრაობის თავმჯდომარე, მისი არყოფნისას ან მისი დავალებით _ მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე.

4.20 მთავარი კომიტეტის სხდომა გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს ეძლევა გადამწყვეტი ხმის უფლება.

4.21 მთავარი კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებებს მოძრაობის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა ძირითად საკითხზე, გარდა იმ საკითხისა, რომლებიც განეკუთვნებიან მხოლოდ მოძრაობის ყრილობისა და სათათბიროს კომპეტენციას.

4.22 მოძრაობის უმაღლესი თანამდებობის პირია მოძრაობის ლიდერი, რომელსაც ოთხი წლის ვადით ირჩევს მოძრაობის ყრილობა. მოძრაობის ლიდერი იმავდროულად არის მოძრაობის მთავარი კომიტეტის და მოძრაობის სათათბიროს წევრი. მოძრაობის ლიდერი შეუზღუდავად წარმოადგენს მოძრაობას მესამე პირებთან ურთიერთობაში.

4.23 მოძრაობის საქმიანობის და მოძრაობის სტრუქტურის მართვას ახორციელებენ მოძრაობის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და მდივნები (პოლიტიკური მდივანი და ორგანიზაციული მდივანი). მოძრაობის სტრუქტურასა და მუშაობის წესს ადგენს მოძრაობის თავმჯდომარე, მოძრაობის ლიდერთან და მოძრაობის მთავარ კომიტეტთან შეთანხმებით.

4.24 მოძრაობის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და მდივნებს ოთხი წლის ვადით ირჩევს მოძრაობის ყრილობა.

4.25 მოძრაობის ლიდერი, თავმჯდომარე, მისი მოადგილე და მდივნები იმავდროულად არიან მთავარი კომიტეტის წევრები.

4.26 მოძრაობის საფინანსო საქმიანობის რევიზიის მიზნით მოძრაობაში ფუნქციონირებს სარევიზიო კომისია.

4.27 სარევიზიო კომისია შედგრბა 3 წევრისაგან, რომელთაც 4 წლის ვადით ირჩევს მოძრაობის ყრილობა. სარევიზიო კომისიის წევრები არ შეიძლება იმავდროულად იყვნენ მოძრაობის სათათბიროსა და მთავარი კომიტეტის წევრები.

4.28 სარევიზიო კომისიის წევრები თავისი შემადგენლობიდან ირჩევენ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეს.

4.29 სარევიზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.

4.30 კომისიის სხდომა გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. თუ სხდომას კომისიის ორი წევრი ესწრება, მაშინ ხმათა გაყოფისას კომისიის თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტია, ხოლო თუ სხდომას არ ესწრება კომისიის თავმჯდომარე, მაშინ გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით.

4.31 სარევიზიო კომისია თავის მუშაობას წარმართავს დამოუკიდებლად ყრილობის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.

4.32 სარევიზიო კომისიის განსაკუთრებული უფლებამოსელებაა მოძრაობის საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტების რევიზია.

4.33 სარევიზიო კომისია ვალდებულია წელიწადში ერთხელ სათათბიროს, ხოლო 4 წელიწადში ერთხელ – ყრილობას წარუდგინოს ანგარიში მოძრაობის საფინანსო მდგომარეობის შესახებ.

4.34 მოძრაობის რაიონული და საქალაქო ორგანიზაციები წარმოადგენს მოძრაობის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს და ისინიFიქმნება საარჩევნო ოლქების მიხედვით.

4.35 მოძრაობის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს ამკიცებს მოძრაობის მთავარი კომიტეტი.

4.36 მოძრაობის სტრუქტურული ქვედანაყოფები თავისი რიგებიდან ირჩევს სტრუქტურული ქვედანაყოფის თავმჯდომარეს, რომელსაც ამტკიცებს მოძრაობის მთავარი კომიტეტი.

4.37 მოძრაობის სტრუქტურული ქვედანაყოფები ვალდებული არიან სისტემატურად მიაწოდონ ინფორმაცია მოძრაობის მთავარ კომიტეტს გაწეული მუშაობის შესახებ.

4.38 მოძრაობაში იქმნება მოძრაობის ქალთა ორგანიზაცია და მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაცია, სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით, რომელთა დებულებებს ამტკიცებს მოძრაობის მთავარი კომიტეტი. მოძრაობის ქალთა ორგანიზაცია და მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაცია თავისი რიგებიდან ირჩევენ მოძრაობის ქალთა ორგანიზაციის და მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს, რომლებსაც ამტკიცებს მოძრაობის მთავარი კომიტეტი.

V. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება


5.1 მოძრაობის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებენ ერთპიროვნულად მოძრაობის ლიდერი და მოძრაობის თავმჯდომარე, ცალ-ცალკე ან რომელიმე მათგანის დავალებით – მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე ან პოლიტიკური მდივანი.


VI. მოძრაობის ქონება და ფინანსები

6.1 მოძრაობის ქონებას შეადგენს:

ა) მოძრაობის წევრთა ნებაყოფლობითი შენატანები;

ბ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიერ შემოწირული თანხები;

გ) კანონით დადგენილ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები;

დ) მოძრაობის სიმბოლიკის დამზადებითა და გავრცელებით, ლექციების, გამოფენების და მსგავსი ღონისძიებების მოწყობით, აგრეთვე საწესდებო მიზნებიდან გამომდინარე საგამომცემლო და სხვა საქმიანობიდან მიღებული თანხები, რომლებიც არ ცვლის მოძრაობის, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირის ხასიათს;

ე) მოძრაობის სახსრებით შეძენილი ან შემოწირული უძრავი ქონება;

ვ) კანონით ნებადართული სხვა შემოსავლები.

6.2 მოძრაობის ქონება (ფინანსები და მატერიალური ფასეულობები) გამოიყენება მხოლოდ საწესდებო მიზნების მისაღწევად. მათი განკარგვა ხდება წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების მიერ მოძრაობის მთავარი კომიტეტის გადაწყვეტილებების შესაბამისად.

VII. მოძრაობის საქმიანობის შეწყვეტა

7.1 მოძრაობის საქმიანობა წყდება კანონით გათვალისწინებული საფუძვლებითა და წესით.

7.2 გადაწყვეტილებას მოძრაობის რეორგანიზაციის ან თვითლიკვიდაციის შესახებ იღებს მოძრაობის ყრილობა.

7.3 მოძრაობის საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, მოძრაობის დარჩენილი ქონების განაწილების საკითხი წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. მოძრაობის რეორგანიზაციის შემთხვევაში, მოძრაობის ქონებასთან დაკავშირებული საკითხები წყდება რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებით.

გვერდი 2/2 | წინა გვერდი

მაჟორიტარი კანდიდატები

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები

ნახვა

გახდი მოხალისე

ჩაერთე წინასაარჩევნო კამპანიაში

გაწევრიანდი

არჩევნები 2016

სრული ინფორმაცია არჩევნებზე

ნახვა

დაგვიკავშირდით

მისამართი:
თბილისი, კოსტავას ქ. #70

ტელეფონი:
+(995 32) 2-15-99-44
+(995 32) 2-15-99-55