წესდება

პ/მ "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" წესდება


მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება –მოძრაობა

‘მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”


წესდება


(ახალი რედაქცია)

(მიღებულია მოძრაობის IV რიგგარეშე ყრილობის მიერ 2005 წლის 7 დეკემბრს)


I. ზოგადი დებულებები

1.1 მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება _ მოძრაობა “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” (შემდგომში _ მოძრაობა) არის მოქალაქეთა ნებაყოფლობითი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს სხვა კანონების და წინამდებარე წესდების საფუძველზე.


1.2 მოძრაობის სახელწოდებაა: მოძრაობა “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”. მოძრაობის შემოკლებული სახელწოდებაა: “მრეწველები”.

1.3 მოძრაობა არის საჯარო სამართლის არასამეწარმეო იურიუდიული პირი. მოძრაობას გააჩნია თავისი ქონება, აქვს ანგარიშები საბანკო დაწესებულებაში, აქვს საკუთარი გერბი, ბეჭედი, ბლანკი და სიმბოლიკა.

1.4 მოძრაობის სიმბოლიკაა ოქროს საწმისი, რომელზედაც მუქ შინდისფერ ფონზე თეთრი ასოებით გამოსახულია მოძრაობის სახელწოდება და აბრევიატურა – “მგს”. მოძრაობის სიმბოლიკა, რომელიც გამოსახულია მოძრაობის ბეჭედზე, დროშაზე, ბლანკზე და ა.შ. გამოიყენება მოძრაობის მიერ საქმიან ურთიერთობებში.

1.5 მოძრაობა უფლებამოსილია თავისი საქმიანობა განახორციელოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

1.6 მოძრაობის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დ. უზნაძის #68ბ.

II. მოძრაობის მიზნები

2.1 მოძრაობის საქმიანობის ძირითადი მიზნებია:

* დემოკრატიული პროცესების განვითარება და დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრება, სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ინსტიტუტების ჩამოყალიბება, ქვეყანაში კანონიერების დამკვიდრება.
* ქვეყნის მთლიანობისა და დამოუკიდებლობის განმტკიცება, სამოქალაქო თანხმობის დამკვიდრება.
* საქართვეელოს მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ცხოვრების დონის ამაღლება.
* საქართველოს ეკონომიკის აღორძინება და შემდგომი განვითარება, მეწარმეობის და ეროვნული მრეწველობის ხელშეწყობა და მხარდაჭერა.
* საზოგადოებაში სოლიდარობისა და ურთიერთდახმარების ატმოსფეროს დამკვიდრება, სახელმწიფოს სოციალური ფუნქციის ზრდა და განვითარება.
* საქართველოს მოქალაქეთა სულიერი და ფიზიკური განვითარებისათვის ოპტიმალური პირობების შექმნა, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვა, საზოგადოებაში მაღალზნეობრივი იდეალებისა და ურთიერთშემწყნარებლობის დამკვიდრება, განათლების, მეცნიერების, ხელოვნებისა და სპორტის აღორძინება და განვითარება.
* მოძრაობის საპროგრამო დოკუმენტებით გათვალისწინებული სხვა მიზნების მიღწევა.

2.2 თავისი მიზნების განსახორციელებლად მოძრაობა ეწევა ყველა სახის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.


III. მოძრაობის წევრობა და წევრთა უფლება-მოვალეობები

3.1 მოძრაობის წევრი შეიძლება გახდეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც იზიარებს მოძრაობის მიზნებს, ეთანხმება მის პროგრამას და წესდებას, და არ არის სხვა პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი.

3.2 წევრად მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მოძრაობის სტრუქტურული ქვედანაყოფი – რაიონული ორგანიზაცია, რომელსაც მოძრაობის წევრობის კანდიდატი მიმართავს წერილობითი განცხადებით.

3.3 მოძრაობის წევრობა წყდება გარდაცვალების, მოძრაობიდან გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში.

წევრობა წყდება იმ შემთხვევაშიც, თუ მოძრაობის წევრი ჩაირიცხა საქართველოს სამხედრო ძალების, სამართალდამცავი ორგანოების ან ფინანსური პოლიციის პირად შემადგენლობაში, ან გამწესდა მოსამართლედ ან პროკურორად, აგრეთვე კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

3.4 მოძრაობიდან გასვლა ნებაყოფლობითია. Gგასვლის შესახებ წერილობითი განცხადებით მოძრაობის წევრმა უნდა მიმართოს იმ რაიონულ ორგანიზაციას, რომელშიც იგი იმყოფება აღრიცხვაზე. მოძრაობის წევრობა წყდება განცხადების ჩაბარების დღიდან.

3.5 მოძრაობიდან გარიცხვის საფუძვლად შეიძლება ჩაითვალოს მოძრაობის წესდება ან ინტერესების, ასევე საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, ან ისეთი ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება მოძრაობის მიზნებს ან/და პროგრამას, ზიანს აყენებს მოძრაობის სახელს, და საქმიან რეპუტაციას, მატერიალურ ან მორალურ ზიანს აყენებს მოძრაობას. Gგადაწყვეტილებას მოძრაობის წევრის გარიცხვის შესახებ იღებს რაიონული ორგანიზაცია.

3.6 მოძრაობის სათათბიროს, მთავარი კომიტეტის, სარევიზიო კომისიის წევრების, აგრეთვე მოძრაობიდან არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრების მოძრაობიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეუძლია მხოლოდ მოძრაობის ყრილობას.

განსაკუთრებულ შემთხვევაში მთავარ კომიტეტს შეუძლია მათი წევრობის შეჩერება ყრილობის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.

3.7 წევრად მიღებაზე უარი ან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მოძრაობის ზემდგომ ორგანოში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილებას იღებს ყრილობა.


3.8 მოძრაობის წევრი უფლებამოსილია:

3.8.1 მოძრაობის შესაბამის ორგანოში დასვას და განიხილოს ყველა ის საკითხი, რომელიც ეხება მოძრაობის საქმიანობას;

3.8.2 მონაწილეობა მიიღოს მოძრაობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ამ წესებით განსაზღვრული წესით;

3.8.3 აირჩიოს და არჩეულ იქნეს მოძრაობის არჩევით ორგანოებში;

3.8.4 წარდგენილ იქნას კანდიდატად ნებისმიერი დონის არჩევით ორგანოებში;

3.8.5 მიიღოს ინფორმაცია მოძრაობის ნებისმიერი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესახებ.

3.9 მოძრაობის წევრი ვალდებულია:

3.9.1 შეასრულოს ამ წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნები, მოძრაობის ხელმძღვანელი და აღმასრულებელი ორგანოების გადაწყვეტილებები;

3.9.2 მონაწილეობა მიიღოს მოძრაობის წინაშე დასმული ამოცანების განხორციელებაში;


მაჟორიტარი კანდიდატები

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები

ნახვა

გახდი მოხალისე

ჩაერთე წინასაარჩევნო კამპანიაში

გაწევრიანდი

არჩევნები 2016

სრული ინფორმაცია არჩევნებზე

ნახვა

დაგვიკავშირდით

მისამართი:
თბილისი, კოსტავას ქ. #70

ტელეფონი:
+(995 32) 2-15-99-44
+(995 32) 2-15-99-55